ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლეილა მესხი
Aa
Aa

„ოცეულში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“ - ლეილა მესხი ბასილაშვილზე

ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ლეილა მესხი კარიერის დასრულების შემდეგაც სპორტის ამ სახეობაში რჩება და საკუთარ აკადემიაში მოზარდებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებს საკმაოდ ხშირად ატარებს, რითაც ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

Crystalsport-თან ჩაწერილ ინტერვიუში მესხმა ბოლო წლების საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ჩვენ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

ლეილა მესხი

ვფიქრობ, რომ ქართული ჩოგბურთის მთავარი პრობლემა მის ნაკლებ მასობრიობაში მდგომარეობს. განვიცდით კორტების ნაკლებობას, დარბაზები მცირე რაოდენობითაა. მართალია ბოლო წლებში რეგიონებში რამდენიმე კორტი აშენდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლავთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგის ოცეულში დაბრუნება ძალიან რთული იქნება. მისი რეგრესი ტრავმის გარდა, პირად ცხოვრებაში არსებულმა პრობლემებმაც განაპირობა, რადგან ემოციურად მთლიანად ამისკენ იყო გადართული.

მსოფლიოს ჩოგბურთში შექმნილ სიტუაციასა და ამერიკის ღია პირველობის შედეგებს რაც შეეხება, წელს ყველაფერი არაპროგნოზირებადი გახდა. თუ ადრე როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა თანრიგში გამოკვეთილი ფავორიტები ყველა ტურნირზე არსებობდა, ახლა ვერ გაიგებ ვინ რომელ შეჯიბრებაში გაიმარჯვებს.

ლეილა მესხს კარიერის განმავლობაში დიდი სლემის მუზარადის ტურნირებს შორის საუკეთესო შედეგი 1990 წლის ამერიკის ღია პირველობაზე აქვს დაფიქსირებული, როდესაც მეოთხედფინალამდე გავიდა. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე კი წყვილებს შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეილა მესხის შემდეგ პირველად - კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალშია
ლეილა მესხის შემდეგ პირველად - კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალშია