ეკო გორგოძე
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო - გორგოძე ბუქარესტის ჩელენჯერზე ითამაშებს

ბუქარესტის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ეკატერინე გორგოძე კორტეს ლორკას დაუპირისპირდა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტს ბრეიკიანი უპირატესობით 5:3-ს იგებდა, რა დროსაც ესპანელმა თამაში დროზე ადრე შეწყვიტა და მოგება გორგოძეს ჩაეთვალა. ამ შედეგით კი ის ბუქარესტის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ცნობისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდი 115 000 დოლარი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე უკანასკნელად რუმინეთში წყვილთა თანრიგში ირინა ბარასთან ერთად ასპარეზობდა და სამწუხაროდ ფინალში დამარცხდა.

რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, ეკატერინე რუმინეთის ტურნირის 1/16 ფინალში პატრისია მარია ტიგთან 0:6 0:6 განადგურდა.

ცნობისთვის, 32 წლის ქართველს WTA-ს რეიტინგში 141 ქულა აქვს და 410-ე ადგილზე იმყოფება. ტურნირის მოგების შემთხვევაში გორგოძე 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში პირველად - არინა საბალენკამ US OPEN მოიგო
კარიერაში პირველად - არინა საბალენკამ US OPEN მოიგო