„პირველობა მინდა“: კელეჰერი მამარდას გაფორმებით უკმაყოფილოა
„ლივერპულის“ მეორე მეკარის, კაოიმჰინ კელეჰერის განცხადებით, მას „ენფილდის“ დატოვება სურს, რადგან, როგორც ჩანს, კლუბმა გადაწყვიტა, რომ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებით„ „სხვა მიმართულებით წავიდეს“.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე ნათლად ვამბობდი, რომ გადასვლა მინდა. მე პირველობა და ყოველ კვირა თამაში მინდა“, - განაცხადა კელეჰერმა.
მას შემდეგ, რაც კლუბის ძირითადმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო, ირლანდიელმა „ლივერპულში“ გასულ სეზონზე, 26 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება. მერსისაიდულმა კლუბმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ კიდევ ერთი სეზონით, იჯარის წესით ითამაშებს.