საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო - ბასილაშვილი რენის ჩელენჯერზე ითამაშებს
რენის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილობრივ ალეხანდრე რეკოს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:1 4:6 6:2 დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი რენის ჩელენჯერის ძირითად ბადეში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე წილისყრის შემდეგ გაირკვევა. აღნიშნულ ტურნირზე პირველ ნომრად ადრიან მანარინოა განთესილი. საპრიზო ფონდი კი 120 950 ევროა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი უკანასკნელად კომოს ჩელენჯერზე ასპარეზობდა. 32 წლის ქართველმა პირველ ნომრად განთესილ კოვალიკს მოუგო, თუმცა შემდეგ, გამოცდილ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP რეიტინგში 149 ქულა აქვს და 338-ე ადგილზე იმყოფება.
რენის ჩელენჯერის მოგების შემთხვევაში ბასილაშვილი 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს და 231-ე ადგილზე გადაინაცვლებს.