დვალიშვილი: “მე ქამრის მოგების პირველი კანდიდატი ვარ“
სულ მალე UFC-ს სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, რომელშიც მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის დაუპირისპირდება. იქამდე კი რამდენიმე დღით ადრე, ქართველი მებრძოლი კევინ აიოლის პოდკასტში იმყოფებოდა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
დვალიშვილი:
„სრულიად ჯანმრთელი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი კარგად არის. დიდი ხანია ბრძოლას ველოდები. მინდა, რომ დაკავებული ვიყო. წონასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. წონის ჩაბარება ნებისმიერ დროს შემიძლია. ყველამ ნახა, რომ ბოლო ბრძოლიდან 3 კვირის შემდეგ, მე ისევ ის წონა ვიყავი, რაც ბრძოლის დროს. ახლა შესანიშნავი დროა და მზად ვარ.
ეს ბრძოლაა და არასდროს იცი რა მოდება. ისლამ მახაჩევი დიდებული მებრძოლია, მაგრამ ნოკაუტში ჩააგდეს. სწორედ ამიტომ UFC ძალიან საინტერესო სფეროა. MMA-ს გულშემატკივრები არათანმიმდევრულები არიან. მათ არ იციან შიდა სამზარეულო და არ იციან როგორ ემზადებიან მებრძოლები. მე ქამრის მოგების პირველი კანდიდატი ვარ. ყველაფერში კარგი ვარ. თუ სტრაიკინგი დამჭირდება, თავისუფლად მივმართავ. მე ჟოზე ალდო დავამარცხე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრაიკინგი კარგად გამომდის.
შონ ო’მალი კარგი სტრაიკერია. ყველამ კარგად ვნახეთ ის ალჯოს წინააღმდეგ. ბევრს დარბოდა და თავის მომენტს ელოდა. პირველი რაუნდი წააგო. შემდეგ თავისი შანსი მარჯვენა ხელით გამოიყენა. ჭკვიანია და ფეხებითაც კარგად მუშაობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემზე იმოქმედებს. მას დავიჭერ და დავამტვრევ.”
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბრით თარიღდება. მერაბ დვალიშვილი ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებას და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.