1 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს
ბოლო პერიოდში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარუმატებელი თამაშების ფონზე, მედია ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელებზე ხშირად წერს და ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად ზინედინ ზიდანიც დასახელდა.
ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ენობრივი ბარიერის გამო, მზად არ არის „წითელი ეშმაკები“ გაწვრთნას.
„მე მესმის ინგლისური, მაგრამ თავისუფლად არ ვფლობ და ვერ ვლაპარაკობ. ვიცი, არიან მწვრთნელები, რომლებიც მიდიან კლუბში ისე, რომ ენა არ იციან, თუმცა მე სხვა პრინციპებით ვმუშაობ. გამარჯვება ბევრი კომპონენტისგან შედგება და მას გლობალური კონტექსტი აქვს. მე ვიცი, რა მჭირდება გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა ზიდანმა.
52 წლის ფრანგი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი მადრიდის „რეალი“ იყო, რომელიც მან 2021 წელს დატოვა. სამეფო გუნდათა ერთად, მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ხოლო ესპანეთის სუპერ თასი 2-ჯერ მოიგო.