როდრიგო: “იმედგაცრუებული ვარ, 30 კანდიდატში ყოფნა მეკუთვნოდა“
როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთს 30 კანდიდატს შორის მადრიდის რეალის შემტევი როდრიგო გოეში ვერ მოხვდა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი იმედგაცრუებული დარჩა და ამასთან დაკავშირებით, ESPN-ს ესაუბრა.
როდრიგო:
„იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, დავიმსახურე. არ მინდა დავაკნინო იქ მყოფი მოთამაშეები, მაგრამ 30 ფეხბურთელს შორის ადგილი მეკუთვნოდა. ეს დიდი სიურპრიზი იყო, მაგრამ ახლა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ ვიცი ვინ წყვეტს ამ საკითხს.
ხშირად ვავსებ დარჩენილ სივრცეებს. ვინმე გაკლია? დაუძახეთ როდრიგოს. ვინმე დაიმტვრა? როდრიგო შეცვლის. თავდამსხმელი არ არის? როდრიგო დავაყენოთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს იმას ნიშნავს, რომ მე გუნდური მოთამაშე ვარ.“
შეგახსენებთ, რომ როდრიგომ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება ოქროს ბურთის კანდიდატებს, სია ასე გამოიყურება:
ჯუდ ბელინგემი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) , ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), არტემ დოვბიკი (ჟირონა / რომა), ტონი კროოსი (მადრიდის რეალი, კარიერა დაასრულა), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი / ბარსელონა), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი / რომა).
როდრი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), კოულ პალმერი (ჩელსი), დანიელ კარვახალი (რეალი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), უილიამ სალიბა (არსენალი), კილიან მბაპე (პსჟ/რეალი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ადემოლა ლოუკმენი (ატალანტა), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი).