საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ჩეხეთის დამარცხების შემდეგ - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 გაანადგურა. ამ შედეგით კი ჯვაროსნები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდნენ.

თუ ჩავხედავთ LIVE(ცოცხალ) ცხრილს ვნახავთ, რომ საქართველოს 9.09 ქულა მიემატა და 68-ე პოზიციაზე აინაცვლა.(იორდანიას და განას გაუსწრო)

ჩეხეთთან მატჩამდე, სანიოლის გუნდს 1361.41 ქულა ჰქონდა და 70-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ახლა კი 1370.50 ქულა დაუგროვდა.

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველო ალბანეთს დაუპირისპირდება, რომელიც LIVE რეიტინგში 64-ე პოზიციას იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში, ჯვაროსნები 7.72 ქულას მიიღებენ და კიდევ 1 პოზიციით დაწინაურდებიან(კაბო ვერდეს გაასწრებენ).

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრების კარში გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.

ალბანეთისა და საქართველოს დაპირისპირება 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯაკობია: „ჩაკვე-კვარას დონის დუეტი B დივიზიონში არავის ჰყავს“
ჯაკობია: „ჩაკვე-კვარას დონის დუეტი B დივიზიონში არავის ჰყავს“