გურამ გიორბელიძე ერზურუმსპორში გადავიდა
გურამ გიორბელიძე კარიერას „ერზურუმსპორში“ გაგრძელებს. ინფორმაცია თავად თურქული კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო.
View this post on Instagram
გიორბელიძე გასული წლის ზაფხულიდან სერბულ „ვოივოდინაში“ თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი ბოლნისის „სიონში“, გორის „დილაში“, ავსტრიულ „ვოლფსბერგში“, დრეზდენის (გერმანია) „დინამოში“, პოლონურ (ლუბინი) „ზაგლემბიში" და ბათუმის „დინამოში" უთამაშია.