პარალიმპიური თამაშები
Aa
Aa

პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები დასრულდა. საქართველოს ანგარიშზე 9 მედალია

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას „სტად დე ფრანსის“ სტადიონი მასპინძლობდა, სადაც 168 დელეგაციიდან თითქმის 4500 სპორტსმენი შეიკრიბა.

ორგანიზატორებმა ცერემონიას დიდი წვეულების სახე მისცეს და ამისთვის 24 ფრანგი მუსიკოსი მიიწვიეს.

მედლების საერთო ჩათვლის შედეგებით, ლიდერი ჩინეთი გახდა, რომლის ანგარიშზე 94 ოქროს მედალია, მეორეზე დიდი ბრიტანეთია, ხოლო აშშ მესამე ადგილს დასჯერდა.

რაც შეეხება საქართველოს პარალიმპურ გუნდს, რომელიც პარიზის XVII პარალიმპურ თამაშებს სპორტის 6 სახეობაში (პარა სროლა, პარა წოლჭიმი, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა (შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა, ეტლით ფარიკაობა, პარა ტაეკვონდო) 14 პარა ათლეტით ეწვია და 9 მედალი მოიპოვა.

მათ შორის, ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53 კატეგორია), ვერცხლის მედლებით დაასრულეს გამოსვლა ვლადიმერ ჭინჭარაულმა (ტყვიის სროლა, R9 კატეგორია), ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძემ, (სამივე პარა ძიუდო, J2 კატეგორია).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარა ტაეკვონდო, K44 კატეგორია), ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა, A კატეგორია), ინა ქალდანმა (პარა ძიუდო, J2 კატეგორია) და აკაკი ჯინჭარაძემ ( პარა წოლჭიმი).

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოპოვებული მედლების რაოდენობით პარალიმპური თამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი იყო ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მოპოვებული 3 ვერცხლის მედალი.

საქართველოს ნაკრები 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ქვეყნების საერთო ჩათვლაში 51-ე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტატოც თუ 90 კილოგრამში ავიდა“ - ინტერვიუ შოთა ხაბარელთან
„ტატოც თუ 90 კილოგრამში ავიდა“ - ინტერვიუ შოთა ხაბარელთან