ლადო კილასონია
Aa
Aa

კილასონია: „ქართული რაგბის წარმატება შავ ლომზე გადის“

ორ თვეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი სამ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება, რასაც სპორტის ამ სახეობის ქართველი ქომაგი ბუნებრივია მოუთმენლად ელის. 10 ნოემბერს ბორჯღალოსნები მონპელიეში ახალი ზელანდიის „მაორებთან“ ითამაშებენ, რასაც 17 ნოემბერს გენუაში იტალიელებთან შეხვედრა, ხოლო 24 ნოემბერს რიჩარდ კოკერილის შეგირდები შემოდგომის ტესტ-მატჩებს ტონგასთან საშინაო თამაშით დაასრულებენ. ეროვნულ გუნდში მოთამაშეები ძირითადად 20-წლამდე ნაკრების გავლით ხვდებიან, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ Crystalsport-თან ინტერვიუში ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებზე საინტერესოდ ისაუბრა.

ლადო კილასონია

ნოემბრის ტესტების მთავარი ამბავი ჩემი აზრით, ახალი ზელანდიის „მაორებთან“ მატჩია, რაც ქართველი მორაგბეებისთვის საოცრად კარგი პრაქტიკა იქნება. ასე მგონია, რომ როგორც ჩრდილოელებს სჭირდებათ სამხრეთელებთან ძალების მოსინჯვა, ანალოგიური აუცილებლობის წინაშე ისინიც დგანან.

რაც შეეხება იტალიელებთან თამაშს, ბუნებრივია, ბათუმში მარცხის შემდეგ ისინი გაორმაგებული მოტივაციით დაგვიპირისპირდებიან. ისე კი, ვერ ვხვდები რა გვაქვს ჩვენ და „სკუადრა აძურას“ გასაყოფი - მერწმუნეთ, მათი ბრალი ექვს ერში ჩვენს არმიღებაში არაფერია და ძაღლის თავი სულ სხვაგან არის დამარხული.

რაში და რის ხარჯზე გვჭირდება მომატება? ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ ქართული რაგბისა და ეროვნული ნაკრების წარმატება „შავ ლომზე“ გადის. ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მიღებულია - ირლანდიის ნაკრების 80 პროცენტი „ლენსტერის“ მორაგბეებით არის დაკომპლექტებული, „ტულუზელებით“ არის სავსე საფრანგეთის ეროვნული გუნდი და ასევე იყო ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრებისა და „სარასენსის“ შემთხვევაში. ნაკრების საბაზისო კლუბის შექმნა წარმატების უებარი წამალი და გარანტიაა.

ბოლო რვა წლის განმავლობაში რაგბი ძალიან შეიცვალა - შერკინება ნაკლებია, თავისუფალ ჯარიმაზე შერკინებას ვეღარ ითხოვ. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებს ფეხი ავუწყვეთ და ხაზისა და შერკინების თამაში მთლიანად დაბალანსებულია.

ცნობისათვის, 20-წლამდელთა ახალი ფორმაციის ნაკრების დაკომპლექტების პირველ ეტაპს ლადო კილასონია ოქტომბრისთვის დაიწყებს და ნიჭიერი მორაგბეების შერჩევის პროცესი მოეწყობა, დეკემბრისთვის კი უკვე დიდი შეკრებაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარჩება ლიონში, თუ ახალ გამოწვევას მიიღებს?“ - ფრანგული მედია ნინიაშვილზე
„დარჩება ლიონში, თუ ახალ გამოწვევას მიიღებს?“ - ფრანგული მედია ნინიაშვილზე