საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ალბანეთის ნაკრები
Aa
Aa

„ყველა ერთად ძლიერი, მაგრამ არაუძლეველი საქართველოს წინააღმდეგ“ - ალბანელების მოწოდება

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმანდ დუკამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინასთან გამარჯვებასა და საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზე საუბრობს.

რას წერს დუკა:

მეგობრებო და სპორტის მოყვარულებო! პრაღაში სრულიად დამსახურებული წარმატება ვიზეიმეთ. ერთა ლიგაზე, უკრაინასთან წარმატებული სტარტი ადასტურებს ჩვენი გუნდის წინსვლის მნიშვნელოვან პოტენციალს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა კვლავ აჩვენეს ძალა, ხასიათი და ერთობა.

მიუხედავად გამარჯვებისა, გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალი ამომწურავად შეძლებს ამ პრობლემებთან გამკლავებას. ალბანეთის ნაკრები აგრძელებს მიზნისკენ სვლას, ალბანელები კი აგრძელებენ ერთობას და პატივისცემას ყველა მოწინააღმდეგის მიმართ.

საქართველო, რომელმაც პირველი გამარჯვებით შეგვაშინა, ძალიან მალე ტირანაში ჩამოვა. მოედანზე ცოტა მეტი სულისკვეთებით, ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებას ამ წითელ და შავ გუნდთან ერთად, რომელსაც განზრახული აქვს, რომ კიდევ ერთხელ გამოგვატაროს ის ემოცია, როგორიც რამდენიმე თვის წინ გერმანიაში იყო.

ვულოცავ ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბის წევრებს! ახლა დროა, რომ ყველამ სამშაბათს, სტადიონზე მხარი დავუჭიროთ ამ ბიჭებს ძლიერ, მაგრამ არა უძლეველ საქართველოს წინააღმდეგ!

შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინა სტუმრად 2:1 დაამარცხა. საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა ტირანაში 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს
სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს