ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ზამთარში იჯარა შეწყდება - ნაპოლის გეგმები ოსიმენზე

ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე დღის წინ „გალათასარაისთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. ისევე როგორც მსოფლიო ფეხბურთის ყველა ვარსკვლავს, სტამბულში ადგილობრივმა ფანებმა ნიგერიელ ფორვარდსაც დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს და ის თურქეთის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობისთვის უზომოდ მოტივირებულია, თუმცა შეიძლება ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ოსიმენსა და სტამბულური გრანდის ხელმძღვანელებს სურთ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთწლიან ხელშეკრულებაში ნეაპოლელებმა ჩადეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას ოსიმენის შესყიდვასთან დაკავშირებით სხვა კლუბისგან ხელსაყრელ წინადადებას მიიღებენ, „გალათასარაიში“ მისი იჯარა ავტომატურად შეწყდება. ცნობილი ვებ-გვერდის, Football Transfers-ის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ პარტენოპეისთან 2026 წლამდე მოქმედი მისი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ უფრო ნაკლები დრო იქნება დარჩენილი, იანვარში ოსიმენის სატრანსფერო ფასი 130-დან 70 მილიონამდე შემცირდება, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი იმედოვნებს, რომ აფრიკელს 100 მილიონ ევროდ მაინც გაასხვისებს.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე გამართულ 133 შეხვედრაში თავი 76 გოლით გამოიჩინა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2022-2023 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც ნეაპოლურ კლუბთან ერთად სკუდეტო მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დი მარციო: გალათასარაი მთლიან ხელფასს გადაიხდის, ოსიმენთან ყველაფერი შეთანხმებულია
დი მარციო: გალათასარაი მთლიან ხელფასს გადაიხდის, ოსიმენთან ყველაფერი შეთანხმებულია