გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ჩეხეთის დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა“ - ლიონი მიქაუტაძის გოლზე

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩს გიორგი მიქაუტაძის კლუბი, „ლიონი“ გამოეხმაურა და ოფიციალურ გვერდზე მიქაუტაძის თამაშზე დაწერა.

რას წერს „ლიონი“:

„შაბათს, ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გახსნით მატჩში საქართველომ ჩეხეთს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა გიორგი მიქაუტაძეს კარგი მოგონებები დაუბრუნა,  რომელიც ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპთან ასოცირდებოდა. მაშინ, ჩვენმა შემტევმა ტურნირზე 3 გოლი გაიტანა და თანაბომბარდირის პრიზით დაჯილდოვდა, ერთ-ერთი გოლი კი ჩეხეთის ნაკრებთან შეაგდო. ახლა კი იგივე ერთა ლიგაზეც გაიმეორა და ჩეხეთის წინააღმდეგ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთის განადგურებაში თავისი წვლილი შეიტანა და 74-ე წუთზე მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა. საქართველომ ჩეხეთი 4:1 დაამარცხა და ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის გარდა ჩეხეთის კარში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ნგრევა, ფიასკო, სირცხვილი“ - ჩეხური მედია საქართველოსთან მატჩზე
“ნგრევა, ფიასკო, სირცხვილი“ - ჩეხური მედია საქართველოსთან მატჩზე