ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან“ - იტალიური მედია კვარას კონტრაქტზე

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გავლენიანი გამოცემა La Gazzeta dello Sport-ის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დიდი იმის ალბათობა, რომ ქართველი შემტევი „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

რა წერია Gazzetta-ს სტატიაში:

„ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელი „ნაპოლის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ქართველი შემტევი საჩემპიონო წელს გუნდის მთავარი გმირი იყო და უიღბლო სეზონშიც გამოირჩეოდა. ცხადია, რომ წელს ანტონიო კონტე ყურადღებას მასზე გაამახვილებს და შეეცდება, რომ მას მხარში სხვა ფეხბურთელებიც დაუყენოს. ამასთან, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს, ვიქტორ ოსიმენის „გალათასარაიში“ წასვლის ფონზე სურს, რომ თავისი ძვირფასეულობა რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს და შეთავაზებები მაქსიმალურად დაბლოკოს“.

„ამ ეტაპზე, „ნაპოლისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა კონტრაქტის განახლებაა, რომელშიც ხელფასის რაოდენობაც იქნება კორექტირებული. კლუბის პირველი შეთავაზება 5 მილიონი ევროა და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ცხადია, საბოლოო შეთანხმების მიღწევას და ნანატრი თეთრი კვამლის გაშვებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, პროცესები პოზიტიურ რეჟიმში მიდის“.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარა ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და გუშინ, ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის წინააღმდეგ შეძლო გოლის გატანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიაზე და ბელგიაზე წინ - საქართველოს ისტორიული შედეგი ერთა ლიგაზე
პორტუგალიაზე და ბელგიაზე წინ - საქართველოს ისტორიული შედეგი ერთა ლიგაზე