რაჰიბა ისმაილოვა
Aa
Aa

ქართული ქალთა კრივის ისტორიული მიღწევა - სამი მედალი საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები გუნდისთვის პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ისტორიული გამოდგა. მთავარი მწვრთნელის გაგა თოდუას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გოგონებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი რაჰიბა ისმაილოვამ (48 კგ) აჩვენა, რომელმაც მეოთხედფინალში პოლონელ ვიოლეტა პტაკს აჯობა, ნახევარფინალში გვინეა ბისაუელი მეტოქე არ გამოუცხადდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი სოფია ტურბინინა 4:1 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო საქართველოს გოგონათა ნაკრების დებიუტანტი ჰურამან კასუმოვა (57 კგ), რომელიც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შესაბამისად, პოლონელ მაია კარბოვინსკაზე და უკრაინელ ანჰელინა ლახნოზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმის გამო ფინალურ შეხვედრას ჩაეხსნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. განთესილთა შორის გახლდათ თათია ბუკია (81 კგ) და ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთო, უკრაინელ ირინა ლუცაკთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო
ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო