სილვინიო: “საქართველოს სახით ძლიერი მეტოქე გვყავს“
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს ალბანეთი და უკრაინა დაუპირისპირდნენ. ალბანეთმა მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა და აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.
რა თქვა სილვინიომ?
„ზოგადად, ძალიან მძიმე ჯგუფში მოვხვდით. უკრაინის და საქართველოს ბევრი მატჩი ვნახეთ. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს, საქართველოს სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. მათი ფიზიკური გამძლეობა თვალშისაცემია.
ვილი სანიოლმა ორგანიზებული ნაკრები ჩამოაყალიბა. ეს არის გუნდი, რომელსაც, როგორც ფიზიკურად ძლიერი, ასევე ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ბევრს დარბიან და თანაბრად კარგად უტევენ და იცავენ თავს.
საერთო ჯამში, საქართველო ორგანიზებული ნაკრებია კარგი მწვრთნელით და კარგი ფეხბურთელებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე თამაში გველოდება.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო საქართველო ლიდერობს. ალბანეთისა და საქართველოს დაპირისპირება 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.