ნეიმარი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ტესტები ვერ გაიარა - ნეიმარი კიდევ 2 თვე ვერ ითამაშებს

2023 წლის 19 ოქტომბერს ნეიმარმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დღემდე ვერ ახერხებს დაბრუნებას.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ტრავმის გამო 325 დღე გაუცდა და ალ ჰილალის 45 მატჩი გამოტოვა.

რამდენიმე დღის წინ, სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ ნეიმარი მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს მას კიდევ 2 თვე მოუწევს მოცდა.

არაბი ჟურნალისტი ტამერ ალ-შაჰრანი იუწყება, რომ ნეიმარმა სამედიცინო და ფიზიკური ტესტები ვერ გაიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელს ფეხბურთის თამაში კვლავ არ შეუძლია. ალ-შაჰრანის ცნობით, 32 წლის ბრაზილიელი 2 თვეში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ალ ჰილალის შემადგენლობაში მხოლოდ 5 მატჩი გამართა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მცირე ტრავმა აღენიშნება - ოლმო ნაკრებიდან კატალონიაში ბრუნდება
მცირე ტრავმა აღენიშნება - ოლმო ნაკრებიდან კატალონიაში ბრუნდება