ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Liverpool Echo: “მამარდაშვილმა ლიდერული თვისებები გამოავლინა“

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთი 4:1 გაანადგურა.

კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც 4 მოგერიება შეასრულა და გაშვებული გოლის დროს, ნაკრების გადარჩენამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდულმა გამოცემა Liverpool Echo-მ გიორგი მამარდაშვილზე დაწერა.

რას წერს Liverpool Echo?

„გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთის წინააღმდეგ ისეთი თვისებები გამოავლინა, რის გამოც ლივერპულმა მისი ყიდვა გადაწყვიტა. ქართველმა მეკარემ, ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს ლიდერობის უნარი სრულად წარმოაჩინა.“

შეგახსენებთ, რომ ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულმა იყიდა, თუმცა 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიყავით“ - ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩი შეაფასეს
“ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიყავით“ - ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩი შეაფასეს