ალბანეთი VS საქართველო - ცნობილია მსაჯის ვინაობა
ჩეხეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთს ესტუმრება.
დღეს ცნობილი გახდა, თუ ვინ განსჯის აღნიშნულ დაპირისპირებას. ალბანეთისა და საქართველოს მატჩს ბელგიური ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მისი დამხმარეები კი ჯო დე ვეირდტი და კევინ მონტენი იქნებიან. მეოთხე მსაჯად ნათან ვერბომენი დაინიშნა.
ცნობისთვის, ერიკს აქამდე საქართველოსთან შეხება 3 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩი იმსაჯა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ლამბრეხტსმა ნიდერლანდების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა და გურამ კაშიას და ოთარ კაკაბაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა. საბოლოო ჯამში, ჯვაროსნებმა 0:3 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრების კარში გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ალბანეთისა და საქართველოს დაპირისპირება 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.