“მქონდა განცდა, რომ მოსწავლეები ვიყავით“ - სოუჩეკი საქართველოსთან მატჩზე
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ჯვაროსნების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას სოუჩეკმა კომენტარი გააკეთა.
სოუჩეკი:
„ძალიან ცოტა რამის თქმა შემიძლია და დამერწმუნეთ, ყველაფერი უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ჩავატარე. შეტევაში აბსოლუტურად არაფერი გამოგვივიდა და დაცვაში საშინელი შეცდომები დავუშვით. მომენტებში მქონდა განცდა, რომ მოსწავლეები ვიყავით.
ევრო 2024-ზე უკეთესი გუნდი ვიყავით და სწორედ იმ სტილში გვინდოდა თამაში, მაგრამ ამჯერად საქართველომ აჩვენა, რომ უკეთესია. საშინაო მატჩში რევანშის აღება გვინდა. მჯერა, რომ ჩეხეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი თამაშით ეს არ გამოგვივა.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.