პორტუგალიაზე და ბელგიაზე წინ - საქართველოს ისტორიული შედეგი ერთა ლიგაზე
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ჯვაროსნების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გახდა ცნობილი. ერთა ლიგის ისტორიაში საქართველოს, პორტუგალიას და ბელგიას 19-19 მატჩი აქვთ ჩატარებული.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ქულების მიხედვით ვილი სანიოლის გუნდი ლიდერია. ჯვაროსნებს 42 ქულა აქვთ და ასეთ ნაკრებებზე წინ იმყოფებიან.
პორტუგალია თავს 40 ქულით იწონებს, ხოლო ბელგია 37-ით. საინტერესოა ისიც, რომ ნიდერლანდებს, რომელსაც 20 მატჩი აქვს ჩატარებული, მსგავსად ბელგიისა 37 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება.
საქართველო ერთა ლიგაზე: 19 მატჩი, 12 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება
პორტუგალია ერთა ლიგაზე: 19 მატჩი, 12 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება
ბელგია ერთა ლიგაზე: 19 მატჩი, 12 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება
ნიდერლანდები ერთა ლიგაზე: 20 მატჩი, 11 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა