თემურ ქეცბაია, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ქეცბაია: “დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ“

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ჯვაროსნების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გააკეთა.

რას წერს ქეცბაია?

„ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს
სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს