კრეიჩი: “ასეთი წაგება ჯერ მე არ განმიცდია“
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ჯვაროსნების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
მატჩს დასრულების შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლადისლავ კრეიჩმა კომენტარი გააკეთა.
კრეიჩი:
„გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი წაგება ჯერ მე არ განმიცდია. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა მოხდა. მოედანზე ასეთი პრობლემები თავად უნდა მოვაგვაროთ. ჩემი აზრით, პრობლემა მიდგომაში იყო. ასეთ თამაშებს სულ სხვანაირად უნდა მივუდგეთ.
თითოეული ფეხბურთელი, თითქმის ყველა მომენტში ვაგვიანებდით. მარტივად გვატყუებდნენ და თითქმის ვერაფერს ვუპირისპირებდით. შეტევაში ვერაფერი შევქმენით. აზროვნებაშიც ძალიან გაგვიჭირდა. რამდენიმე წუთში ბევრი გოლი გავუშვით და ამან გაგვტეხა. პენალტი ჩემი შეცდომის გამო დაინიშნა. მჯერა, ეს სიტუაცია შეიცვლება.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა