ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასებები

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ჯვაროსნების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო.

მამარდაშვილი(7.0), გველესიანი(6.4), კაშია(6.4), დვალი(7.0), კაკაბაძე(6.5), ჩაკვეტაძე(8.5), კიტეიშვილი(6.9), ქოჩორაშვილი(7.5), ლოჩოშვილი(7.0), მიქაუტაძე(7.5), კვარაცხელია(8.8), გოჩოლეიშვილი(6.5), ნონიკაშვილი(6.4), ზივზივაძე(6.5), დავითაშვილი(7.0).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ - ჰაშეკი განადგურების შემდეგ
იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ - ჰაშეკი განადგურების შემდეგ