საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

“ნგრევა, ფიასკო, სირცხვილი“ - ჩეხური მედია საქართველოსთან მატჩზე

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა. ჯვაროსნების მხრიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.

აღნიშნულ მატჩს, ჩეხური მედია გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ნაკრები მწვავედ გააკრიტიკა:

რას წერს Sport.cz?

„სასოწარკვეთილი ჩეხები და სამარცხვინო დაწყება. ნგრევა, ფიასკო, სირცხვილი.. ჩვენმა ნაკრებმა მუქარით დაიწყო, მაგრამ სამარცხვინოდ დამარცხდა. ჩეხეთმა თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა.

ჩეხეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გაძლიერებული საქართველო იდგა. მათ კი ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობდა. კარგად ნაცნობმა მამარდაშვილმა მე-7 წუთზე პატრიკ შიკს რთული ბურთი აუღო.

საქართველოს გულშემატკივრები აბსოლუტურად ფანტასტიკურები იყვნენ. ყველაფერს მხიარულად აღნიშნავდნენ. როდესაც კვარაცხელია ცოუფალთან ჩხუბის შემდეგ, მოედანზე დაეცა, კინაღამ ისტერიაში ჩავარდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებმა ოვაციები მოაწყვეს, ხოლო ჩეხები სწრაფად გაუჩინარდნენ მოედნიდან.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ იჯარა ბორნმუთში? რა ბედი ელის მამარდაშვილს 2025 წლიდან
ისევ იჯარა ბორნმუთში? რა ბედი ელის მამარდაშვილს 2025 წლიდან