ივან ჰაშეკი
Aa
Aa

იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ - ჰაშეკი განადგურების შემდეგ

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ „მიხეილ  მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა.

ივან ჰაშეკი: „შედეგით უკმაყოფილო ვარ. მიმაჩნია, რომ ჩეხეთის ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩი პოზიტიური არ იყო, რაზეც მეტყველებს ის ერთადერთი გოლიც, რომელიც გავიტანეთ.

ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი დღევანდელი თამაშით, უკმაყოფილო ვარ ფეხბურთელების გამოსვლით, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთით.

თამაშის მსვლელობის ჩემი ფეხბურთელების ემოციური განწყობა არ მომეწონა.

დღეს ვნახეთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულისწყვეტას. ჩემი პროგნოზი, რაც მქონდა, არ გამართლდა.

ამ შედეგს უარყოფითად ვაფასებ. იმედი მაქვს, უკრაინასთან უკეთესი რეზულტატი იქნება. მომავალი მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით. პირველ ტაიმში იძულებითი ცვლილება გავაკეთე, რამაც გუნდის განწყობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. იმედი მაქვს, უკრაინასთან უფრო მეტად კონცენტრირებულნი ვიქნებით.

სტადიონზე საოცარი გარემო იყო, მათი ქომაგობა ჩემს ფეხბურთელებზე დამთრგუნველად მოქმედებდა''.

UEFA-ს ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო. გოლები კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ანგარიშზეა, ერთადერთი საპასუხო გოლი 4:0-ზე ლუკაშ კალვახმა გაიტანა. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგაზე შემდეგ მატჩს ალბანეთთან სტუმრად გამართავს, თამაში 10 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები