ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ერთა ლიგის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ჩეხეთი გაანადგურა

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უშანსოდ 4:1 გაანადგურა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა სულ მალე სანიოლის შეგირდებმა უპირატესობა მოიპოვეს. კარგი მომენტები ჰქონდათ გიორგი ჩაკვეტაძეს და გიორგი ქოჩორაშვილს, თუმცა უოტფორდის შემტევს მეკარემ აუღო, ხოლო ლევანტეს ნახევარმცველის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

33-ე წუთზე ჩეხეთის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან ხვიჩა კვარაცხელია მივიდა, რომელმაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი კვლავ ჯვაროსნების უპირატესობით დაიწყო, რასაც სულ მალე, 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გოლი მოყვა - 2:0.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრები მთლიანად მოიშალა. ამით კი, რა თქმა უნდა, ქართველებმა ისარგებლეს. 63-ე წუთზე თავისი გოლი მიქაუტაძემაც გაიტანა.

საქართველო ამაზე არ გაჩერდა და თამაშის განახლების შემდეგ, კვლავ შეტევაში გადავიდა. გიორგი ჩაკვეტაძის იდეალური, გამოზომილი პასი ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიყენა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის გასვლის შემდეგ, საქართველოს ნახევარდაცვა შედარებით შესუსტდა და ერთ-ერთი კონტრ-შეტევის დროს, ჩეხეთმა შორეული გასროლით ერთი ბურთი გაქვითა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ პოზიციაზე თავს მშვიდად ვგრძნობ“ - რასპადორის მინიშნება კონტეს
„ამ პოზიციაზე თავს მშვიდად ვგრძნობ“ - რასპადორის მინიშნება კონტეს