ოფიციალურად - ლაზარე კუპატაძე გონიოს ფეხბურთელია
როგორც მოგეხსენებათ, ლიეპაის დატოვების შემდეგ, ლაზარე კუპატაძე გუნდის გარეშე იყო დარჩენილი.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 28 წლის კარის დარაჯი მესამე ლიგის გუნდს, გონიოს დაემატა და კარიერას აჭარულ გუნდში გააგრძელებს.
ოფიციალურ განცხადებაში წერია:
„საფეხბურთო კლუბი გონიო ძლიერდება, 2025 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი გუნდის კარს ლაზარე კუპატაძე დაიცავს, ლაზარეს ქართველი გულშემატკივრისთვის და მითუმეტეს ბათუმელი ქომაგისათვის დამატებითი წარდგენა არ სჭირდება, კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია, რომელიც ხელმოწერილია და ძალაში შედის 2025 წლის იანვრიდან, ხოლო ლაზარეს პრეზენტაციას გულშემატკივარი ამა წლის 12 სექტემბერს იხილავს.“
შეგახსენებთ, რომ ლაზარე კუპატაძე სხვადასხვა დროს თბილისის ლოკომოტივის, საბურთალოს, ჟენესის, ბათუმის დინამოს, იბერია 1999-ის და ლიეპაის ღირსებას იცავდა.