ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

Corriere dello Sport: ყველაფერი ძალიან კარგად არის, კვარა უკვე ფორმაშია

ხვიჩა კვარაცხელიამ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ძველი ფორმის დაბრუნება დაიწყო და მასთან ერთად გუნდიც უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. ქართველი შემტევი ახალ სათამაშო პოზიციას კარგად მოერგო და Corriere dello Sport-ი წერს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამის დამსახურებაა.

„კვარაცხელია უკვე ფორმაშია და არის ერთი ასპექტი, რომელიც მას ამაში ხელს უწყობს.

ხვიჩას ახალი როლი აძლევს საშუალებას, რომ მოედანზე მეტი სიხშირით ითამაშოს, უფრო მეტ პოზიციაზე იყოს და ამით მისი არაპროგნოზირებადობა გაზარდოს, რაც ქართველს უფრო საშიშს ხდის. ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად არის. თან ძალიან კარგად“.

- წერს იტალიური გამოიცემა.

3-4-2-1 სქემაში, რომელიც კონტემ დანერგა, კვარაცხელია თავისუფალი მხატვრის როლშია. ხვიჩა ყველგან არის და გუნდიც მას ხელს მაქსიმალურად უწყობს. ვალტერ მაძარისგან განსხვავებით, ანტონიო კონტეს 3-მცველიანი მონახაზი ფეხბურთელებმა უკეთ გაიგეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ 15 და 21 სექტემბერს ორი რთული გასვლა ელის. ჯერ „კალიარიში“, შემდეგ კი ტურინში „იუვენტუსთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება
ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება