ლუის სუარესი
Aa
Aa

სუარესის ბოლო სანაკრებო მატჩი - ურუგვაიმ პარაგვაის ვერ გაუტანა

ურუგვაის ნაკრებში კიდევ ერთი დიდი, ან შეიძლება ყველაზე დიდი ეპოქაც დასრულდა - 37 წლის ასაკში ლუის სუარესმა გუშინ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა, რომელიც მისთვის ემოციური, გუნდისთვის კი წარუმატებელი გამოდგა, რადგან პარაგვაელებთან (0:0) გაუთვალისწინებელი ქულები დაიკარგა.

მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ სუარესი ძირითადში დააყენა და სრულად ათამაშა, 85-ე წუთზე კი ვეტერანმა ფორვარდმა არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ბუნებრია, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მონტევიდეოში მდებარე „სენტენარიოს“ სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა „ელ პისტოლეროს“ დაუვიწყარი ოვაციებით შეეგება და ფეხბურთელმაც ცრემლები ვერ შეიკავა.

დაფიქსირებული ფრის შემდეგ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ კონმებოლის ზონაში ურუგვაელები შვიდი ტურის შემდეგ 14 ქულით მეორე პოზიციაზე არიან, ბომბარდირთა დავას კი 5 გოლით მათი ფორვარდი დარვინ ნუნიესი ლიდერობს.

ლუის სუარესის დებიუტი ურუგვაის ნაკრებში 2007 წელს 20 წლის ასაკში შედგა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 143 მატჩში თავი 69 გოლითა და 39 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა