როდრიგო გოეში, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

3-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ - ბრაზილიამ გაიმარჯვა

ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კონმებოლის ზონაში საკუთარ სტადიონზე ეკვადორელები 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა როდრიგო გოეშმა გაიტანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების ნომინანტთა სიაში ამჯერადაც ვერ მოხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სელესაოს დამრიგებელმა დორივალ ჟუნიორმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც ყველა მწვრთნელს, მასაც ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის და საკუთარი ტაქტიკური იდეების გასატარებლად გარკვეული დრო სჭირდებოდა და ფიქრობს, რომ მისი ბრაზილიის ნაკრებთან ადაპტაციის პროცესი დასრულებულია.

ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ ათი ქულით ბრაზილიის ეროვნული გუნდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ არგენტინელებს 8 ქულით ჩამორჩება. ფორმატის თანახმად, მუნდიალის საგზურს კონმებოლის ზონიდან ექვსი საუკეთესო ნაკრები იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მქონდა ბუცები, საკმარისი საჭმელი“ - ანტონის გზა ფაველადან იუნაიტედამდე
„არ მქონდა ბუცები, საკმარისი საჭმელი“ - ანტონის გზა ფაველადან იუნაიტედამდე