თორნიკე შენგელია, ალექსანდარ ჯიკიჩი, იფე ლუნდბერგი
Aa
Aa

„ცრვენა ზვეზდა? შემდეგი შეკითხვა - შენგელიამ პასუხს თავი აარიდა

ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის, დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ 13 ქულა დააგროვა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ბუნებრივია ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. „ვირტუსის“ წამყვან მოთამაშეს Mozzart Sport-ის ჟურნალისტმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, მაგრამ ერთ და ყველაზე საინტერესო შეკითხვაზე პასუხის გარეშე დარჩა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, რამდენად რეალური იყო თოკოს „ცრვენა ზვეზდაში“ გადაბარგება და ამის პასუხად საქართველოს ნაკრების კაპიტნისგან მიიღო, რომ მომდევნო საკითხზე გადასულიყო. შენგელიამ აღნიშნა, რომ მისი ყოფილი თანაკლუბელის იფე ლუნდბერგის სახით, სერბეთის მეორე გრანდმა, „პარტიზანმა“ სერიოზული შევსება მიიღო, რაც ბელგრადელებს მისცემს საშუალებას მომავალ წელს უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ. 31 წლის ქართველმა კალათბურთელმა დაიტოვა იმის იმედიც, რომ უილ კლაიბერნისა და სხვა მაღალი ხარისხის მოთამაშეების დამატებით, მისი გუნდიც ძველ მწვერვალებზე დაბრუნდება და ზედიზედ ორი სეზონით დაკარგულ იტალიის ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.

საუბრის ბოლოს ჟურნალისტი შეეცადა შენგელიას აზრი სანაკრებო თემასთან დაკავშირებითაც გაეგო და საქართველოს ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელზე ჰკითხა აზრი, რაზეც მან უპასუხა, რომ ალექსანდარ ჯიკიჩთან მუშაობა უზომოდ საინტერესოა და წინ დიდი წარმატებები ელით.

ცნობისათვის გეტყვით, რომ დრაჟენ პეტროვიჩი, რომლის ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩშიც თორნიკე შენგელიამ იასპარეზა, 1993 წლის 7 ივნისს, 28 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა
„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა