წონა ჩაბარებულია | ჩოხელს გამოცდილი მეტოქე ელოდება
MMA-ის ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი მომდევნო ჩხუბს თბილისის დროით, 8 სექტემბერს გამართავს. Bellator-ში მოასპარეზე ჩოხელი ლორენც ლარკინს დაუპირისპირდება და ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და ორივე მებრძოლმა წონა დააფიქსირა. „წონა ჩავაბარე! დანარჩენს ოქტაგონზე იხილავთ. ბრძოლისთვის მზად ვარ“, - დაწერა ჩოხელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
View this post on Instagram
ლარკინი 38 წლის მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 36 ჩხუბი გაუმართავს. მის ანგარიშზე 26 მოგება და 8 წაგებაა, ორჯერ ორთაბრძოლის შედეგი გაუქმდა. ლარკინს UFC-ში ჩხუბის გამოცდილება აქვს და ხორხე მასვიდალი და ნილ მაგნი დაუმარცხებია.
ჩოხელს რაც შეეხება, მას კარიერაში 15 ბრძოლა გაუმართავს და 13 მოგება და 2 წაგება აქვს. ლევანმა ბოლოს 2023 წლის 23 სექტემბერს იჩხუბა და საბაჰ ჰომასი პირველ რაუნდში დააფინიშა.