მათე ვაწაძე
Aa
Aa

„პირველი კონტაქტი კარასკოს დროს შედგა“ - ვაწაძე დინამოში ტრანსფერზე

Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ჩატარებული ოცდასამი ტურის შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი მძიმე მდგომარეობაშია - „დინამო თბილისი“ ათგუნდიან ჩემპიონატში 26 ქულით მე-7 პოზიციაზეა და პლეი აუტის ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, რაც ბუნებრივია ასეთი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბისთვის ტრაგედიის ტოლფასია.

შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ფანებისთვის სასიხარულო ამბავი იყო მათე ვაწაძის დაბრუნება, რომელსაც კარიერის საწყისი და შეიძლება ითქვას ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ „დინამოში“ აქვს გატარებული. როგორც 35 წლის ფორვარდმა Crystalsport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ქვეყნის 19-გზის ჩემპიონთან 6 თვე+1-წლიანი სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

რა თქვა ვაწაძემ

შეიძლება ითქვას, რომ „დინამო თბილისში“ ჩემი ტრანსფერი ძალიან გაიწელა. პირველი კონტაქტი და დაინტერესება მაშინვე იყო, როდესაც „დინამო ბათუმიდან“ წამოვედი. „გაგრაში“ თამაშისას, ანდრეს კარასკოს მხრიდანაც უდიდესი სურვილი იყო ჩემი წაყვანის, მაგრამ მაშინ რაღაც დეტალებმა ხელი შეგვიშალა.

ფერდინანდ ფელდჰოფერმაც იცის ჩემს შესახებ და ასე ბრმად არ მივუყვანივარ გუნდში - სპეციალურად იყო მოსული და „გაგრას“ ორ ამხანაგურ შეხვედრასაც დაესწრო.

კონტრაქტი დეკემბრამდე გავაფორმე, თუმცა თუ ორივე მხარე კმაყოფილი ვიქნებით, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება.

„დინამო თბილისის“ მძიმე მდგომარეობაში ხილვა ჩემთვის იოლი არ არის - ვიცი, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა აქცენტი აკადემიის აღსაზრდელებზე გააკეთეს და ძალიან კარგი ახალგაზრდებიც არიან. მათ შეიძლება ერთ, ან ორ მატჩში ნებისმიერი მეტოქე დაჩაგრონ, თუმცა მთელი სეზონი გუნდის საკუთარი მხრებით ტარებას დიდი გამოცდილება სჭირდება.

უკვე 35 წლის ვარ და უცხოური კლუბებიდან თუ ფინანსურაც ხელსაყრელი წინადადება არ იქნება, მირჩევნია „დინამოში“ დავრჩე და კარიერა აქ დავასრულო, რადგან ოჯახი მყავს, ბავშვი სკოლაში დადის და სამშობლოში ყოფნა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაწაძემ 2005-2010 წლებში „დინამო თბილისში“ გამართულ 96 შეხვედრაში თავი 42 გოლით გამოიჩინა. ბოლოს ის როგორც უკვე მოგახსენეთ, „გაგრაში“ თამაშობდა. მშობლიურ გუნდში დაბრუნების შემდეგ კი, პირველ მატჩს ის სავარაუდოდ, Crystalbet ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, გორის „დილასთან“ საშინაო შეხვედრაში ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვაწაძის სუპერგოლი და ტორპედოს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია
ვაწაძის სუპერგოლი და ტორპედოს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია