მერაბ დვალიშვილი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორში აერიათ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ისტორია

მერაბ დვალიშვილმა ცნობილ იუთუბერთან, ნინა მარი დანიელესთან ერთად, ვიდეო ჩაწერა. „მანქანამ“ ნინას სამბოს ილეთები ასწავლა და სასაცილო ისტორიაც გაუზიარა, რომელიც მას ესპანეთში გადახდა.

„ერთხელ, ილიასთან და მის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად, ესპანეთში ვიყავი. ჩემთვის ახალ ქვეყანაში ჩავედი და რა თქმა უნდა, გოგონებს დავსდევდი. მაშინ, ესპანეთში UFC-ი პოპულარული არ იყო, მაგრამ ერთმა გოგონამ მიცნო.

მითხრა, შენ ხომ ის ხარო და ეგრევე ვუპასუხე კი-მეთქი. გამიხარდა, ვიღაცამ რომ მიცნო, მაგრამ ერთი საათის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ კონორ მაკგრეგორი ვეგონე. ეს რომ გავიგე, ვუთხარი, კი, კონორ მაკგრეგორი ვარ-მეთქი. კონორს ძალიან ვაფასებ და ჩვენ შორის ყველაფერმა კარგად ჩაიარა“.

შეგახსენებთ, რომ „მანქანა“ მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 15 სექტემბერს გამართავს. დაახლოებით დილის 08:30-ზე, დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდება და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ძალიან მაგარია, მაგრამ...“ | ომალის მწვრთნელმა თოფურია VS ჰოლოუეიზე ისაუბრა
„ილია ძალიან მაგარია, მაგრამ...“ | ომალის მწვრთნელმა თოფურია VS ჰოლოუეიზე ისაუბრა