ინა ქალდანი
Aa
Aa

გამარჯვება ოქროს დროში | ინა ქალდანის წარმატება პარალიმპიადაზე

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს დელეგაციის ყულაბას კიდევ ერთი მედალი შეემატა. პარაჯუდოკამ, ინა ქალდანმა, რომელიც -70 კილოგრამ წონით კატეგორიაში (J2) ასპარეზობს, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ინა ნახევარფინალში ჩინეთის წარმომადგენელთან, იუ ვანთან დამარცხდა, რის შემდეგაც, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. ქართველი ჯუდოკა ბრინჯაოსთვის ყაზახ აიალა მერეკეს დაუპირისპირდა და ოქროს დროში მოპოვებული ვაზარით იმარჯვა.

ცნობისთვის, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ მეშვიდე მედალი აიღო. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა - ვერცხლის მედალი, პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა - ვერცხლის მედალი, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი, ნინა თიბილაშვილმა კი - ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი, ხოლო გიორგი ქალდანმა - ვერცხლი ჯუდოში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეექვსე მედალი პარალიმპიადაზე | გიორგი ქალდანმა ვერცხლი აიღო
მეექვსე მედალი პარალიმპიადაზე | გიორგი ქალდანმა ვერცხლი აიღო