მეექვსე მედალი პარალიმპიადაზე | გიორგი ქალდანმა ვერცხლი აიღო
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ფინალში გავიდა და იაპონელ სეტო იუჯიროს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქალდანმა მიზანს ვერ მიაღწია და ორი ვაზარით დამარცხდა.
ქართველმა ჯუდოკამ მეოთხედფინალში იპონით იმარჯვა და რუმინელი დანიელ ვარგოშკის მოუგო. ნახევარფინალში, ქალდანმა ასევე იპონით მოიგო და უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია.
ცნობისთვის, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ მეექვსე მედალი აიღო. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა - ვერცხლის მედალი, პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა - ვერცხლის მედალი, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი, ნინა თიბილაშვილმა კი - ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი.