ოლივერ კანი
Aa
Aa

„საქმის კეთება არ მაცადეს“ - კანი ბაიერნიდან წასვლის მიზეზებზე

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ოლივერ კანმა 2023 წლის მაისში „ბაიერნის“ გენერალური დირექტორის პოსტი დიდი სკანდალის ფონზე დატოვა. ყველას კარგად ახსოვს იმ სეზონში, ბოლო ტურში „დორტმუნდის“ სენსაციური ფეხის დაცდენის გამო გაჩემპიონებული „რეკორდმაისტერი“ და საჩემპიონო ზეიმი, სადაც კანი ყველასთვის მოულოდნელად არ დაპატიჟეს, მეორე დღეს კი თანამდებობიდან გადააყენეს. იმდროინდელი მოვლენების გახსენება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გერმანელ გოლკიპერს სპორტულ სატელევიზიო თოქ-შოუში სტუმრობისას თხოვეს, სადაც მართალია კონკრეტული ადამიანები არ დაუსახელებია, მაგრამ მიუნხენური გიგანტის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა.

რა თქვა კანმა

იცით, ყველაფერი რისი ბრალია? „ბაიერნი“ ზედმეტად პოლიტიზირებული კლუბია. მქონდა რაღაცნაირი შინაგანი პასუხისმგებლობა , რომ იმ გუნდისთვის, სადაც 14 წელი ვთამაშობდი, ვალი დამებრუნებინა და სასიკეთო ძვრები მომეხდინა.

საამისოდ ყველანაირი გეგმა დავსახე, მაგრამ საქმის კეთება არ მაცადეს და პოსტიდან მოულოდნელად გამიშვეს. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის მოცემის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ „რეკორდმაისტერი“ სულ სხვა სიმაღლეებზე ასულიყო.

ოლივერ კანს „ბაიერნის“ შემადგენლობაში 8-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, თითოჯერ კი უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონობიდან რამდენიმე წუთში - ბაიერნმა კანი და სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა
ჩემპიონობიდან რამდენიმე წუთში - ბაიერნმა კანი და სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა