„ეფექტურია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში“ | კვეკვესკირი უნგრეთში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. 32 წლის ნახევარმცველმა საკუთარი მომავალი „ნირეგიჰაზაშს“ დაუკავშირა და უნგრულ კლუბთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმა.
View this post on Instagram
„მიმაჩნია, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელის გაფორმება სერიოზული წარმატებაა. მოლაპარაკებების პირველი ეტაპისას, გამოჩნდა, რომ ნიკა ძალიან მოტივირებული იყო და ჰქონდა ვარიანტები ჩემპიონატებიდან, რომელთა წარმომადგენლებიც უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდნენ.
თუმცა, იგი საფეხბურთო ასპექტებზე უფრო იყო ორიენტირებული და ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ბრძოლის გაგრძელება სურდა. კვეკვესკირი სრულყოფილი ფეხბურთელია და ეფექტურია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. იმედი მაქვს, თავისი ცოდნით ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ტივადარ ფეკეტემ.
ცნობისთვის, კვეკვესკირი ბოლო 3 წლის განმავლობაში პოლონური „ლეხის“ ღირსებას იცავდა, სადაც 91 მატჩში 5 გოლი გაიტანა. რაც შეეხება „ნირეგიჰაზას“, ის უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა და 6 ტურის შემდეგ 12-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა.