ადრიენ რაბიო
Aa
Aa

რაბიო წელიწადში 10 მილიონს ითხოვს - რა შემთხვევაში შეძლებს ბარსა მის დამატებას

„ბარსელონა“ ისევ განიხილავს საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დამატებას, რომელიც „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჰანსი ფლიკი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ნახევარმცველების ტრავმების ფონზე (გუნდს ამჟამად გავი, ფრენკი დე იონგი და მარკ ბერნალი ჰყავს ლაზარეთში) რაბიო „ბარსელონას“ გამოადგებოდა, თუმცა ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გამო კონტრაქტის გაფორმება რთული იქნება.

ფრანგი ნახევარმცველი სუფთა ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ამ დრომდე უგუნდოდაა.

იმისათვის, რომ „ბარსელონამ“ რაბიოს დამატება შეძლოს, ფეხბურთელმა მნიშვნელოვნად უნდა შეიმციროს ხელფასი. გარდა ამისა, მან უნდა გააფორმოს მოკლევადიანი კონტრაქტი, დაბალი გამოსასყიდით, რათა 2025 წლის ზაფხულში სხვა კლუბში, უფრო ხელსაყრელ პირობებზე გადავიდეს.

„ბარსელონას“ შეუძლია, რაბიოს 10 მილიონი გადაუხადოს, მაგრამ მისი დარეგისტრირება მხოლოდ სხვა ფეხბურთელის ხანგრძლივი ტრავმის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ეს საკმაოდ რეალური სცენარია, თუ ფრენკი დე იონგს ოპერაცია მაინც დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში რაბიოს დამატების სურვილი „მილანმა“, „გალათასარაიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ბაიერნმა“, „ინტერმა“, „ატლეტიკომ“, „რეალმა“ და „ალ-ნასრმა“ გამოთქვეს, თუმცა მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანია, ფრანგი კი ამ დრომდე კლუბს ეძებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი
რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი