ტომაშ სოუჩეკი
Aa
Aa

„სამი ქულის მოლოდინი გვაქვს“ | რა თქვა სოუჩეკმა საქართველოსთან მატჩზე

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ტომაშ სოუჩეკმა საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. სოუჩეკმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამართული მატჩი გაიხსენა და განაცხადა, რომ სამი ქულის მოლოდინშია.

„გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ძალიან ვაფასებ ქართველი ფეხბურთელების კონტრშეტევებით თამაშს.

ხვალინდელ მატჩში მაქსიმალურ ძალებს გავიღებთ. სტრატეგიული მიზნები გვაქვს დასახული. ჩეხეთიდან სპონსორებისა და ქომაგთა სავსე თვითმფრინავი ჩამოფრინდა. ჩვენთან ერთად ქომაგთა დიდი რაოდენობა იქნება.

სოუჩეკის მისამართით ასეთი შეკითხვა იყო: შიშისმომგვრელი ხომ არ არის მამარდაშვილის პერსონა?

სოუჩეკი: „ძალიან ვაფასებ, ვიცი რომ პროფესიონალი მოთამაშეა. თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მიმაჩნია, რომ ჩეხეთის ნაკრებს მაღალი შანსები გაქვს, სამი ქულის მოლოდინი გვაქვს“.

ცნობისთვის, სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. „ნასისა“ და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მას შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს - სანიოლმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
მას შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს - სანიოლმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა