კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ“ - დე ბრუინმა ფიფა და უეფა გააკრიტიკა

გადატვირთული კალენდრის გამო, ბოლო პერიოდში ბევრი ფეხბურთელის მხრიდან ისმის კრიტიკული განცხადებები და მათ რიგებს შეუერთდა კევინ დე ბრუინი, თუმცა სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, ბელგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ლიდერი გაცილებით კატეგორიული გახლდათ. ისრაელის გუნდთან გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ, 33 წლის ნახევარმცველმა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ თავი ვერ შეიკავა და როგორც მსოფლიო, ასევე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები მკაცრად გააკრიტიკა.

რა თქვა დე ბრუინმა

თითქოს ყველა ცდილობს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას, მაგრამ ამის მხოლოდ პატარა ბავშვს სჯერა და მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მოჩვენებითი პროცესია. როგორც უეფას, ასევე ფიფას ხელმძღვანელები მატჩების რაოდენობას ზრდიან, რადგან მათ ფეხბურთელების ჯანმრთელობის ნაცვლად, რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა ანაღვლებთ.

მე აქ ვარ იმიტომ, რომ პროფესიონალი გახლავართ და ვცდილობ ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ - სამ დღეში ერთხელ ასეთი დონის თამაშების ჩატარება კი არადამიანურ შესაძლებლობებს საჭიროებს.

დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ამ კლუბში გაატარა, რადგან 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი, 2-ჯერ კომუნითი შილდსი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბელგიის ნაკრებში გამართულ 105 მატჩში კი მის ანგარიშზე 28 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა: 2024-25 წლების სეზონი ისტორიაში ყველაზე გრძელი და დატვირთული იქნება
ფეხბურთი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა: 2024-25 წლების სეზონი ისტორიაში ყველაზე გრძელი და დატვირთული იქნება