ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„ილია ძალიან მაგარია, მაგრამ...“ | ომალის მწვრთნელმა თოფურია VS ჰოლოუეიზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. უელჩმა „ელ მატადორისა“ და  მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ორთაბრძოლის პროგნოზი შემოგვთავაზა და განაცხადა, რომ „დალოცვილს“ გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

„ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის ჩხუბს ვუყურე და თოფურია ძალიან მაგარია. მხრები მაღლა აქვს აწეული და დისტანციას შესანიშნავად ამცირებს. თუ დარტყმას ახორციელებ და ხელს მალევე სახესთან არ მიიტან, თოფურია კონტრშეტევებზე შესანიშნავად გადმოდის და ამ მომენტს ბრწყინვალედ იყენებს.

ილიას პრობლემა ისაა, რომ ბევრს არ მოძრაობს და სტაციონარულ მდგომარეობაში რჩება, რასაც ემატება ის, რომ მაღალი მებრძოლი არაა. საერთოდ არ გამიკვირდება, მაქსი რომ გამოვიდეს, დისტანცია აკონტროლოს, თოფურიას ბევრი დარტყმა გააფუჭებინოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მაკგრეგორის ახალი მიზანი - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი პრეზიდენტობას აპირებს
მაკგრეგორის ახალი მიზანი - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი პრეზიდენტობას აპირებს