ლუკა მაისურაძე, ლაშა გუჯეჯიანი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

“ფედერაციის ხელმძღვანელობა ცვლილებას არ საჭიროებს“ - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მიერ მოპოვებული შვიდი მედლიდან სამი ძიუდოისტებზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში უზომოდ განვითარებული, მზარდი და პოპულარულია. სწორედ ამას გაუსვა ხაზი Crystalsport-თან ინტერვიუში ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა, რომელმაც საკუთარი შეგირდების გარდა, ფედერაციის მოახლოებულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ისაუბრა, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება.

ლაშა გუჯეჯიანი

გურამ თუშიშვილის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ, მაგრამ მე ჯერჯერობით კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც ძალიან ბევრი დეტალებისგან შედგება და სანამ ყველაფერს კარგად არ გავივლით, შეფასებების გაკეთება არ მსურს.

რა ასპექტში გვაქვს მოსამატებელი? ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულით დავკმაყოფილდით და იგივე შედეგები პარიზში ვეღარ ვაჩვენეთ. ასე რომ, მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

ლუკა მაისურაძის დაბრუნების შემდეგ, მასსა და ლაშა ბექაურს შორის ჯანსაღი კონკურენცია იქნება და ორივეს შანსი თანაბრად მიეცემა. სხვა წონებშიც გვყავს ძალიან მაგარი ძიუდოისტები და ანალოგიურად მსურს, რომ მათ შემთხვევაშიც ასეთივე შეჯიბრითობის პრინციპი იყოს.

გვაქვს გასავლელი გიორგი სარდალაშვილის წონის შეცვლის თემაც - ის მოზარდია და მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის, როდესაც 24 წლის იქნება, 10-12 კილოგრამით მოიმატებს, ამიტომ გამორიცხული მართლა არ არის, რომ 66 კილოგრამში ავიდეს.

რაც შეეხება არჩევნებს, არ მინდა ზედმეტად ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, რადგან მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. თუმცა, მგონია, რომ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თავის საქმეს იდეალურად უძღვება და თუ ვინმე გამოჩნდება, დააყენებს თავის კანდიდატურას და ჩათვლის, რომ გიორგი ათაბეგაშვილის გუნდს ლაფსუსები აქვს და თავად უკეთესად შეუძლია ამ საქმის კეთება, მას ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეს, თუმცა მსგავსი ადამიანი არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ მეგულება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარებულ 33-ე ზაფხულის ოლიმპიადაზე 24 წლის ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ხოლო 24 წლის ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და 23 წლის ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ
„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ