ვილი სანიოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მას შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს - სანიოლმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეხეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ნაკრების ერთ-ერთ ახალწვეულზე, იტალიური „ემპოლის“ მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა.

სანიოლი გოგლიჩიძეზე:

„სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა. საბა გოგლიჩიძეს კარგად ვიცნობ, ახალგაზრდული გუნდიდან და საქართველოში თამაშის პერიოდიდან გამომდინარე. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია სულ მალე დიდი დახმარება გაგვიწიოს. საბას პროგრესს თვალს ვადევნებდით. მასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია, რომ უკვე ამ ეტაპზე გამოგვეძახებინა“.

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის დებიუტი 31 აგვისტოს „ბოლონიასთან'' შედგა, „ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ 20 წლის ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე მთავარ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: წარმატება უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს თამაშები ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ
კაშია: წარმატება უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს თამაშები ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ