გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია: წარმატება უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს თამაშები ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ

ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გურამ კაშია:

„მოლოდინი პოზიტიურია. ხანდახან ასე კმაყოფილი არ უნდა იყო. ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ. წარმატება უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს თამაშები ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ. ადვილად ვერცერთ გუნდთან ვერ მოვიგებთ. ხანდახან მეგობრებს რომ ველაპარაკები, მეუბნებიან, რომ ჩეხეთს იოლად მოვუგებთ. ისეთი გარემოა შექმნილი, თითქოს საქართველო ტოპ კლუბია. ისევ ისე უნდა გვინდოდეს გამარჯვება, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე იყო.

ყოველი ოცნების შემდეგ ახალი ოცნება გაქვს, მუნდიალზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მუნდიალამდე ძალიან დიდი დროა. ოცნებას ვაგრძელებთ.

ჩემთვის უმჯობესია „დინამოზე“ თამაში, მაგრამ მთავარია სავსე სტადიონი იყოს, მოცემულ ვითარებაში „მიხეილ მესხი“ საუკეთესო ვარიანტია. ნახევრად სავსე სტადიონი, მგონია, რომ კარგი არ იქნება“.

ხვალ ძალიან ბევრი ორთაბრძოლა გვექნება მოსაგები. ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები და ჩვენზე მაღლები არიან. ისეთი გარემოა შექმნილი, რომ წნეხს არ ვგრძნობთ. წნეხი საჭიროა. ყველა ბედნიერია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს წარმატება უნდა დავივიწყოთ. ფეხბურთელები ხშირად ვიხსენებთ, რა მაგარი ზაფხული გვქონდა. ფეხბურთზე გადმოვერთოთ, ცოტა დავეშვათ და ახლისთვის მუშაობა დავიწყოთ“.

საქართველო-ჩეხეთის მატჩი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: რას ველით ნაკრებისგან? ჩეხეთთან ეს აღარ უნდა მოხდეს
ანალიზი: რას ველით ნაკრებისგან? ჩეხეთთან ეს აღარ უნდა მოხდეს