გიორგი ქალდანი, ინა ქალდანი
Aa
Aa

პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ფინალშია

პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-73 კგ) პარიზის პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა და საქართველოს კიდევ ერთი მედალი გაუნაღდა.

მეოთხედფინალში ქალდანმა იპონით რუმინელი დანიელ ვარგოშკი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე იპონით უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია.

ფინალში გიორგი ქალდანის მეტოქე იაპონელი იუჯირო სეტო იქნება.

პარალელურად -70 კგ წონით კატეგორიაში პარალიმპიადაზე ასპარეზობდა ინა ქალდანი, რომელმაც მეოთხედფინალში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა, ნახევარფინალში კი ჩინელ იუე ვანგთან იპონით დამარცხდა. ინა ქალდანს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება - მისი მეტოქე ყაზახი აიალა მერეკე იქნება.

მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში ხუთი მედალია. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა - ვერცხლის მედალი, პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა - ვერცხლის მედალი, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი, ნინა თიბილაშვილმა კი - ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი მედალი - ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი პარალიმპიადაზე
კიდევ ერთი მედალი - ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი პარალიმპიადაზე