მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ნურმაგომედოვი დვალიშვილს: ყველამ იცის, რომ ჩემთან ჩხუბი არ გსურს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი მის შესახებ მერაბ დვალიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და „მანქანას“ მოუწოდა, საკუთარ ბრძოლაზე კონცენტრირდეს.

ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ მერაბს მასთან ჩხუბის ეშინია.

„მერაბ, უბრალოდ საკუთარ ბრძოლაზე კონცენტრირდი. ჩემზე ძალიან ბევრს ფიქრობ. ყველამ იცის, რომ ჩემთან ჩხუბი არ გსურს. მართალი გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებ. მე ტიტულზე ვნადირობ. თუ ჩემპიონი გახდები, მერე დავილაპარაკებთ“, - წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმარი საჩემპიონო ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს. დვალიშვილის თქმით, მას და შონ ომალის შორის გამარჯვებული არა ნურმაგომედოვს, არამედ დეივისონ ფიგერედოს უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სახის 85 პროცენტი ცხვირს უკავია“ | ომალი დარწმუნებულია, რომ მერაბს დაანოკაუტებს
„მისი სახის 85 პროცენტი ცხვირს უკავია“ | ომალი დარწმუნებულია, რომ მერაბს დაანოკაუტებს