აშშ-ის ღია პირველობის ფინალში საბალენკა და პეგულა ითამაშებენ
აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. 7 სექტემბერს გამარჯვებულს ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელი ჯესიკა პეგულა გამოავლენენ.
ნახევარფინალში საბალენკამ ასევე ამერიკელი ემა ნავარო ორ სეტში, 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო პეგულამ ასპარეზობას ჩეხი კაროლინა მუხოვა გამოთიშა - 1:6, 6:4, 6:2.
საბალენკას და პეგულას 7-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 5 მატჩი ბელარუსი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის პეგულასთვის ეს „დიდი სლემის“ პირველი ფინალია. საბალენკას „დიდი სლემის“ ფინალებში სამჯერ უთამაშია - მის ანგარიშზე 2023 და 2024 წლებში ავსტრალიის ღია პირველობის ორი ტიტულია, ხოლო ერთადერთი მარცხი ბელარუსმა შარშან აშშ-ის ღია პირველობის ფინალში განიცადა.
რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, დღეს პირველ ნახევარფინალში ფინალის საგზურისთვის იტალიელი იანიკ სინერი და ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი იბრძოლებენ, მეორე ფინალისტი კი ტეილორ ფრიცისა და ფრენსის ტიაფუს შორის გამარჯვებული იქნება.